Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეაუ იტალიაში დაბრუნდა, მილანი მისი კონტრაქტის სიტუაციის მოგვარებას უახლოეს პერიოდში ეცდება

მილანის პორტუგალიელი ფორვარდი რაფაელ ლეაუ დღეს იტალიაში დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა, რაც როსონერის მასთან კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დაჩქარების საშუალებას მისცემს.

SportMediaset-ის ინფორმაციით, მილანის ახალმა მფლობელებმა მალდინის ლეაუსთვის გაუმჯობესებული პირობების შეთავაზებაზე მწვანე შუქი აუნთეს, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელი გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი წლიური გასამრჯელო კი, რომელიც ამჟამად 1.5 მილიონია, 6 მილიონამდე გაიზრდება.

წყაროს ცნობით, მილანს სურს, რომ ახალ კონტრაქტში რაფაელ ლეაუს გამოსასყიდი თანხა, რომელიც ახლა 150 მილიონია, 250 მილიონამდე გაიზარდოს.