Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლევერკუზენის გარემარბი მილანის რადარზე

იტალიური გამოცემა SportItalia-ს ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, მილანმა ლევერკუზენს ლეონ ბაილის ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა და ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

მილანი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს და მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სამუ კასტილეხოს შემცვლელის დამატება იქნება. როსონერის ამ პოზიციაზე არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს და მათ სიას 23 წლის იამაიკელი ფეხბურთელი შეემატა.

ახალგაზრდა ტალანტმა გასულ სეზონში 40 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა, რასაც 11 საგოლე გადაცემა დაუმატა და არაერთი გრანდის ყურადღება დაიმსახურა. წყაროს ინფორმაციით, ლევერკუზენი ფეხბურთელს 35 მილიონად აფასებს და ამ თანხის გადახდა მილანს ჰაუგე-ლეაოს დუეტიდან ერთ-ერთის გაყიდვის შემთხვევაში არ გაუჭირდება, რასაც კასტილეხოს სანაცვლოდ მიღებული თანხაც დაემატება…