Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლევერკუზენის მწვრთნელი:“ინტერი უდიდესი გუნდი და ტურნირის მთავარი ფავორიტია“

პეტერ ბოშმა ევროპა ლიგის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა,სადაც ლევერკუზენი ინტერს დაუპირისპირდება.

„ის,ვინც იტალიაში მე-2 ადგილს დაიკავებს,შესაბამისად ძალიან ძლიერი გუნდია.ინტერი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და ევროპაში გამორჩეული გუნდია.მათ თავიანთი ძალა ხეტაფეს წინააღმდეგ ყველას დაანახეს,თუმცა რა თქმა უნდა,ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს და 90 წუთში ყველაფერი შესაძლებელია.

„ასეთ ფორმატს საკლუბო ფეხბურთში ხშირად ვერ ნახავ და წინასწარ რამე შედეგებზე საუბარი ძალიან ძნელია.ერთ მატჩში ნებისმიერ გუნდს აქვს შანსი.“

შეგახსენებთ,რომ ინტერი და ლევერკუზენი ერთმანეთს ხვალ,23:00 საათზე გერმანიაში, დიუსელდორფში დაუპირისპირდებიან და მომავალ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა 1 მატჩში გაირკვევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.