Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლევერკუზენი შიკის ტრანსფერთან ახლოს არის

გერმანული მედია იტყობინება, რომ ლევერკუზენის ბაიერი რომას შემტევის, პატრიკ შიკის ტრანსფერთან ძალიან ახლოს არის.

24 წლის ჩეხმა ფეხბურთელმა გასული სეზონი ლაიფციგის რიგებში, იჯარის წესით გაატარა და 28 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო, თუმცა რედ ბული მის კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედებას და ფეხბურთელის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვას არ აპირებს.

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ლევერკუზენს ფეხბურთელის სანაცვლოდ რომასთვის 22 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც სხვადასხვა ბონუსებით კიდევ 3 მილიონი დაემატება.

Leave a Reply

Your email address will not be published.