Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლენსის ტალანტი მილანის სატრანსფერო სიში

მილანი ზაფხულში ცენტრალური მცველის დამატებას შეეცდება და როსონერის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ლენსის ფეხბურთელი ფაკუნდო მედინა გახლავთ.

22 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ლენსს 2020 წლის ზაფხულში 3.5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, რის შემდეგაც ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა და არაერთი გრანდის ყურადღება დაიმსახურა.

Calciomercato-ს ცნობით, მილანის გარდა არგენტინელი უკანახაზელის ტრანსფერზე მანჩესტერ იუნაიტედი და ატლეტიკო მუშაობენ. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა.