Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლეონარდო ბონუჩი 2021 წლის საუკეთესო მცველია

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი Globe Soccer Award-ის მიხედვით 2021 წლის საუკეთესო მცველად დასახელდა.

34 წლის ფეხბურთელმა, რომელიც აძურის რიგებში ევროპსი ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა, მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და იუვემ ბონუჩისთან ერთად კარის მშრალად შენახვა 8-ჯერ მოახერხა.