Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლესტერი ატალანტას ფლანგის მცველებს იმატებს

დღეს დილით მოგახსენეთ, რომ ლესტერი ატალანტას მარჯვენა მცველის, ტიმოთი კასტანეს ტრანსფერით ინტერესდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, მელიები ატალანტასთან კიდევ ერთი უკანახაზელის, რობინ გოსენსის თაობაზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ბერგამოელების დუოს გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან.

Sky Sport Italia-ს მტკიცებით, ბენ ჩიველის სანაცვლოდ მიღებულ 50 მილიონ ევროს, რომელიც ჩელსიმ მარცხენა ფლანგის მცველის სანაცვლოდ გადაიხადა, ლესტერი ატალანტას დუოს ტრანსფერში დააბანდებს და თითოეულ მათგანში 25-25 მილიონს გადაიხდის.

გოსენსი ატალანტას 2017 წელს ჰერაკლესიდან, 900,000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ბერგამოელებისთვის ეს ტრანსფერი ფინანსური კუთხით ძალიან მომგებიანი იქნება.

გოსენსის მსგავსად, ატალანტას კასტანეც 2017 წელს, გენკიდან, 6.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.