Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლესტერი გონსალესის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს

ფიორენტინას დირექტორის ჯო ბარონეს სიტყვების მიუხედავად, რომ იები ნიკო გონსალესის გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ აპირებენ, ლესტერი დანებებას არ აპირებს და ახალ წინადადებას ამზადებს.

Sky Sport-ის ცნობით, ფიორენტინამ გასულ კვირას მელიების 34-მილიონიანი წინადადება უარით გაისტუმრა, ინგლისელები კი უახლოეს პერიოდში იტალიელებს ახალ შეთავაზებას წარუდგენენ.

წყაროს ინფორმაციით, თუ ლესტერი არგენტინელის სანაცვლოდ ფიორენტინას 40-45 მილიონს შესთავაზებს, ფლორენციელები სავარაუდოდ მის გაშვებას დათანხმდებიან.