Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლესტერი და ატალანტა კასტანეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

Football Insider-ის მტკიცებით, ლესტერი და ატალანტა ტიმოთი კასტანეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ და ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

24 წლის უკანახაზელს ტოტენჰემს უკავშირებდნენ, თუმცა ლესტერმა ბერგამოელებს უკეთესი წინადადებით მიმართეს და ბელგიელი მარჯვენა მცველი მელიების რიგებს შეუერთდება, რომლებიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდიან.

კასტანემ გასულ სეზონში ატალანტას მაისურით 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.