Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლესტერი იუვენტუსის 2 ფეხბურთელის გაფორმებას აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ ტურინში, Allianz Stadium-ზე გამართულ მატჩს იუვენტუსსა და ჯენოას შორის ლესტერის სკაუტი დაესწრო, რომელიც ბიანკონერის ორ ფეხბურთელს აკვირდებოდა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინგლისური გუნდი ადრიენ რაბიოსა და ფედერიკო ბერნარდესკის გაფორმებით ინტერესდება. ბერნარდესკის იუვენტუსთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ვერ ხერხდება.

რაბიოს რაც შეეხება, ის იუვენტუსში მოლოდინების გამართლებას კვლავ ვერ ახერხებს და ფრანგი ნახევარმცველის გუნდიდან წასვლის თაობაზე იტალიურ პრესაში უკვე დიდი ხანია იწერება.