Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლესტერი უნდერის ტრანსფერზე მუშაობს

მანჩესტერ იუნაიტედის, ნიუკასლის და ნაპოლის შემდეგ, ჩენგის უნდერის გაფორმების სურვილი ლესტერმაც გამოთქვა.

თურქი ფეხბურთელი ფონსეკას გეგმებში არ შედის და რომა მის გაყიდვას აპირებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯალოროსი მის ჩართვას არკადიუშ მილიკის ტრანსფერში გეგმავდა, თუმცა ეს ბარტერი ჩაიშალა და რომა სხვა ვარიანტებს განიხილავს.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ლესტერმა რომას ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც ჯერჯერობით ყველაზე სარფიანი წინადადებაა და ფავორიტებად სწორედ მელიები მიიჩნევიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.