Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიდსის გაუმჯობესებული წინადაება დე კეტელაერის სანაცვლოდ…

ლიდსი და მილანი ბრიუგეს ახალგაზრდა ტალანტის შარლ დე კეტელაერის ტრანსფერისთვის ბრძოლას განაგრძობენ და ინგლისელებმა ბელგიელებს როსონერის საპასუხოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიამრთეს.

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ლიდსი ბრიუგეს 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 37 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც იტალიური გრანდის შეთავაზებაზე გაცილებით მეტია.

წყაროს ცნობით, მილანი უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ წინადადებას გააკეთებს, რომელიც ბონუსების ჩათვლით 35 მილიონ ევროს მიაღწევს და ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე, რომელსაც როსონერის რიგებში თამაში სურს და იტალიელებთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს, სავარაუდოდ საკმარისი იქნება.