Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიდსის მფლობელს მილანის ან ინტერის ყიდვა სურს

ლიდს იუნაიტედის მფლობელმა ანდრეა რადრიცანიმ დაადასტურა, რომ მას მილანის ან ინტერის ყიდვა სურს.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, რადრიცანის მმართველობის ქვეშ ლიდსი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და როგორც ჩანს, იტალიელი ბიზნესმენი ახალი პროექტისთვის მზად არის.

„მე მსურს, რომ ბიზნესი იტალიურ ფეხბურთშიც ვაკეთო, მე გრანდის ყიდვა მსურს. ყველაზე მეტად ინტერით ვარ დაინტერესებული და ვნახოთ, რას გადაწყვეტს Suning-ი. მილანი ? Elliott-მა შესანიშნავად იმუშავა, თუმცა ადრე თუ გვიან ისინი გუნდს აუცილებლად გაყიდიან.“