Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიდსი მაკკენის ტრანსფერზე მუშაობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერზე მუშაობა პრემიერ ლიგის კიდევ ერთმა გუნდმა ლიდსმა დაიწყო.

წყაროს ცნობით, ლიდს იუნაიტედი ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მისი დარწმუნების შემთხვევაში, ამერიკელის ტრანსფერი პრემიერ ლიგაში გარდაუვალი იქნება, რადგან ლიდსის ხელმძღვანელობა იუვენტუსის მოთხოვნილი 25-30 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგი არ არის.

იუვენტუსი ფეხბურთელსა და ლიდსს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია და მისი პოზიტიურად დასრულების შემთხვევაში, ბიანკონერი მიღებული თანხით დაცვის ფლანგების გაძლიერებას ეცდება.