Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპულთან მატჩი მილანის სატრანსფერო სტრატეგიას შეცვლის

იტალიური მედიის ინფორამციით, ჩემპიონთა ლიგაზე ხვალ ლივერპულთან მატჩში როსონერისთვის არა მხოლოდ პლეი-ოფში გასვლა-არგასვლის საკითხი, არამედ მილანის სატრანსფერო სტრატეგიაც გადაწყდება.

MilanNews-ის ცნობით, თუ მილანმა ლივეპრული დაამარცხა, ხოლო პორტუ-ატლეტიკოს დაპირისპირებაში როსონერისთვის ხელსაყრელი შედეგი დაფიქსირდა და იტალიური გრანდი პლეი-ოფში გავიდა, მილანი იანვარში მინიმუმ 2 ფეხბურთელს დაიმატებს.

წყაროს ინფორამციით, როსონერი პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში ცენტრალური მცველის და ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმებას შეეცდება, რომლებიც სიმონ კიაერისა და ხშირად ტრავმირებული მილანის ფორვარდების ალტერნატივა უნდა გახდეს, ხოლო თუ გუნდს ლიგის დატოვება მოუწია, არ არის გამორიცხული მათ ნაჩქარებ ტრანსფერებზე უარი თქვან და სეზონის ბოლომდე მოიცადონ, როდესაც უფრო მეტი ვარიანტი ექნებათ…