Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპულის უარი ლაციოს

ლაციო ფორვარდის ძიებას განაგრძობს და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ლივერპულის ბელგიელი ფორვარდი დივოკ ორიჯი გახლდათ, თუმცა როგორც ჩანს ბიანკოჩელესტის სხვა ვარიანტების ძებნა მოუწევს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ მისი კონტრაქტი ლივერპულთან სეზონის ბოლოს იწურება, ინგლისური გრანდი ორიჯის გაყიდვას შუა სეზონში მაინც არ აპირებს და სავარაუდოდ ის გუნდს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.