Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპული დიბალას სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას იხდის

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად პაულო დიბალას იუვედან წასვლის შანსი უფრო იზრდება.

არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და თუ მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ზაფხულამდე ვერ მიაღწიეს, დიბალა დიდი ალბათობით იუვეს დატოვებს.

ბოლო პერიოდში დიბალას ტრანსფერზე ინტერესი პსჟ-მ და ბარსელონამ გამოთქვეს, თუმცა SportMediaset-ის ინფორმაციით, საქმეში ლივერპულიც ჩაერთო და მზად არის ლა ჯოიას სანაცვლოდ იუვეს 70 მილიონი ევრო გადაუხადოს.