ლივერპული ზამთარში არტურის ტურინში დაბრუნებას არ განიხილავს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლივეპრული ზამთარში იუვენტუსის ნახევარმცველი არტურის არენდის გაწყვეტას და მის ტურინში დაბრუნებას არ განიხილავს.
იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სქაუზერები მის ტურინში ნაადრევად დაბრუნებას და უფრო მაღალი დონის ფეხბურთელის გაფორმებას გეგმავდნენ, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინგლისური გრანდის რიგებში დარჩება.
წყაროს ცნობით, არტური ორმაგი დატვირთვით ვარჯიშობს და იმედი აქვს, რომ ლივერპულის ხელმძღვანელობას მის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტის ამოქმედებაში დაარწმუნებს, რომლის მიხედვითაც ლივერპულს მისი გამოსყიდვა 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.