Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპული ინტერს ბარელას სანაცვლოდ 70 მილიონს სთავაზობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიკოლო ბარელას ტრანსფერით ორი ინგლისური გრანდი: ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან და იურგენ კლოპის გუნდი ნერაძურის საკმაოდ მსუყე თანხასაც უმზადებს.

La Repubblica-ს ცნობით, ლივერპული მზად არის 24 წლის იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ბენეამატას 70 მილიონი ევრო შესთავაზოს და მათ იმედი აქვთ, რომ გუნდის ფინანსური კრიზისით ისარგებლებენ და ინტერის დაყოლიებას მოახერხებენ.

თუმცა წყაროს ინფორმაციით ნიკოლო ბარელა ინტერისთვის იმ ფეხბურთელთა სიაში შედის, რომლებიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დატოვებენ და მეტიც, ბენეამატა ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და სამირ ჰანდანოვიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ, დიდი ალბათობით ის გუნდის კაპიტანი გახდება.