Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპული კესის ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს

ლივერპული კესის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ინგლისელები მზად არიან მილანის ნახევარმცველს გასამმაგებული ხელფასი შესთავაზონ.

კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალი ხელშეკრულების დეტალებზე უკვე მუშაობენ, მაგრამ ლივერპულს იმედი აქვს, რომ მაღალი ხელფასით კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის გადარწმუნებას მოახერხებს.

კესი მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით სეზონში 2.5 მილიონს იღებს და ის ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 6 მილიონს ითხოვს, ლივერპული კი მზად არის მას სეზონში 8 მილიონი ევრო გადაუხადოს…