Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპული კიეზას სანაცვლოდ 90 მილიონს იხდის…

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლივერპული მზად არის იუვენტუსს ახალწვეული ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო შესთავაზოს.

23 წლის ფეხბურთელი იუვეს იჯარის წესით სეზონის სტარტზე შეუერთდა, რის სანაცვლოდაც ბიანკონერიმ 10 მილიონი გადაიხადა და ტურინელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება 35 მილიონ ევროდ აქვთ.

კიეზამ სადებიუტო სეზონში ტურინელების მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც თავისი წარმატებული სვლა იტალიის ნაკრებშიც გააგრძელა და უკვე 2-ჯერ მატჩის MVP გახდა, ამიტომ მის მიმართ გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის.

ლივერპულის გარდა, კიეზას სახელი ბაიერნსაც დაუკავშირეს, მაგრამ წყაროს ცნობით იუვენტუსისთვის ფედერიკო ხელშეუხებელია და მის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებენ.