Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპული ნაპოლის ნახევარმცველსი დამატებას გეგმავს

ნეაპოლური გამოცემა Corriere del Mezzogiorno-ს ინფორმაციით, ლივერპულს ნაპოლის პოლონელი ნახევარმცველის პიოტრ ზელინსკის გაფორმება სურს და ინგლისელები მას ვეინალდუმის შესანიშნავ შემცვლელად მიიჩნევენ.

ლივერპულის გარდა, ზელინსკის კიდევ ერთი ინგლისური გუნდი მანჩესტერ სიტი აკვირდება, თუმცა პოლონელი ფეხბურთელის გაფორმება არც ერთ მათგანს იაფი არ დაუჯდება.

წყაროს ინფორმაციით, დე ლაურენტისი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ დაინტერესებული მხარე მის კონტრაქტში არსებულ პუნქტს აამოქმედებს და გამოსასყიდ თანხას – 65 მილიონ ევროს გადაიხდის…