Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპული ნაპოლის ნახევარმცველით ინტერესდება

ესპანური მედიის ინფორამციით, ლივერპული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის ესპანელი ნახევარმცველის ფაბიან რუისის დამატებას შეეცდება.

25 წლის ფეხბურთელს ნაპოლისთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და Todofichajes-ის მტკიცებით, ის კარიერაში ახალი გამოწვევისთვის მზად არის, ამიტომ გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, რუისის სანაცვლოდ ნაპოლი მინიმუმ 50 მილიონ ევროს ითხოვს.