Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლივერპული რაბიოს ტრანსფერზე გააქტიურდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლივერპულს იუვენტუსის ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს გაფორმება სურს.

ფრანგ ფეხბურთელს ტურინულ გრანდთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ბიანკონერის მისი შენარჩუნება სურს, მაგრამ ადრიენის ფინანსური მოთხოვნების გამო ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებს.

SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი რაბიოს ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ წლიურად ხელფასის სახით 7 მილიონს და ბონუსებს სთავაზობს, ლივერპული კი თავის მხრივ მზად არის ფრანგს 10 მილიონი გადაუხადოს, თუ ის სქაუზერებს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ლივერპულის გარდა, რაბიოს უფასოდ გაფორმების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა, მათ შორის არსენალმა, ჩელსიმ, მანჩესტერ სიტიმ, ბარსელონამ, ბაიერნმა და მისმა ყოფილამ გუნდმა პსჟ-მ გამოთქვა.