ლილიან ტურამმა მარკუსის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ლილიან ტურამმა შვილის მარკუსის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
გლადბახის ფორვარდს, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გერმანელებთან სეზონის ბოლოს ეწურება, გასულ კვირებში აქტიურად ინტერს უკავშირებდნენ.
„მარკუსის ბავშვობის ოცნება ბარსელონას რიგებში თამაშია და ის კატალონიელებთან კონტრაქტს ახლავე გააფორმებდა, თუმცა ეს მხოლოდ მასზე დამოკიდებული არ არის.
„ასეა თუ ისე, მარკუსის პრიორიტეტი განვითარება და კარიერული წინსვლაა. ის გუნდს იანვარში არ დატოვებს და ზაფხულში იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელცი მისთვის იქნება საუკეთესო.“