Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტურამი:“ მილანის ქომაგებს დაავიწყდათ, რა გააკეთა დონარუმამ გუნდისთვის“

ლილიან ტურამმა მილანის ქომაგები, რომლებიც გუშინ იტალია – ესპანეთის მატჩის მსვლელობისას დონარუმას 90 წუთის განმავლობაში უსტვენდნენ, მწვავედ გააკრიტიკა.

„მე ზოგი ადამიანის არ მესმის, როგორ შეუძლიათ მათ დაივიწყონ ის ყველაფერი, რასაც ფეხბურთელი მათი საყვარელი გუნდისთვის აკეთებს ?

„დონარუმა წლების განმავლობაში მილანს პატიოსნად ემსახურა და მიკვირს, რომ მათ ეს ყველაფერი დაივიწყეს და დონარუმაზე ზეწოლას მაშინ ახდენდნენ, როდესაც ის იტალიის ნაკრების მაისურით თამაშობდა.

„ფეხბურთელობა პროფესიაა, როდესაც ზოგჯერ რთული გადაწყვეტილების მიღება გიწევს. ხალხს ჰგონია, რომ გუნდიდან წასვლა ყოველთვის ფეხბურთელის ბრალია, მაგრამ მათ არც კი იციან, თუ როგორ წარიმართა მოლაპარაკებები და რა გახდა მისი წასვლის მიზეზი.“