ლილიმ ნაპოლის ოსიმენის ფასი დაუსახელა

ფრანგულმა გუნდმა ნაპოლის ვიქტორ ოსიმენის ფასი შეუთვალა.ლილი მზად არის ფეხბურთელი არც მეტი,არც ნაკლები 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

ფეხბურთელის აგენტმა უკვე დაადასტურა,რომ იტალიელები მის გაფორმებას ცდილობდნენ და მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო,თუმცა რამდენად შეძლებს ნაპოლი აღნიშნული თანხის გადახდას,ძნელი სათქმელია.

21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 18 გოლის გატანა მოახერხა,რასაც ექვსი საგოლე გადაცემაც დაუმატა.ნიგერიელი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბს გასულ ზაფხულს,12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.