Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლილმა მილანს დონარუმას შესაძლო შემცვლელის ფასი შეუთვალა

ჯიჯო დონარუმას კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, როსონერი მის პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებს და ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი ლილის ფრანგი კარის დარაჯი მაიკ მაიგნანი იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანს 25 წლის კიპერის გაფორმება 17-18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

ამასობაში კი დონარუმას აგენტი მინო რაიოლა იტალიაში იმყოფება და იუვენტუსთან შეხვედრის შემდეგ, დღეს სავარაუდოდ მილანს სეხვდება და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტზე და შესაძლოა მხარეებმა შვედი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივება დღეს გააოფიციალურონ.