Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლილის ფორვარდი ინტერის რადარზე

ინტერი ალექსის სანჩესის პოტენციური შემცვლელების ძიებას განაგრძობს და ფრანგული წყაროების ცნობით, ბენეამატას სატრანსფერო სიას ამჯერად ლილის ფორვარდი ჯონათან დევიდი დაემატა.

ნერაძური ფიზიკურად ძლიერი ფორვარდის გაფორმებას აპირებს, რომელიც ედინ ჯეკოს ალტერნატივა იქნება და Telefoot-ის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე 21 წლის კანადელი ფეხბურთელი იქნება.

ახალგაზრდა ტალანტმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 14 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ის საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. წყაროს ცნობით, ლილი თავის ფეხბურთელს დაახლოებით 30 მილიონად აფასებს.