Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლილი მზად არის, მილანის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იანვარში გაასხვისოს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლილი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რენატო სანჩესის გაყიდვას გეგმავს.

სანჩესი უკვე დიდი ხანია, რაც მილანის სატრანსფერო სიაშია და ის ფრანკ კესის მთავარ შემცვლელად მოიაზრება, რომელსაც იტალიურ გრანდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

ნიკოლო სკირას ცნობით, ლილი მზად არის სანჩესი, რომელსაც კონტრაქტი ფრანგებთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ის 25-30 მილიონის სანაცვლოდ გაყიდოს.

მილანისთვის ეს არც თუ ისე კარგი სიახლეა, რადგან როსონერის იანვარში შეზღუდული სატრანსფერო ბიუჯეტი აქვს და მათი პრიორიტეტი სიმონ კიაერის შემცვლელის დამატება იქნება…