Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლილმა იუვეს სანჩესის ფასი შეუთვალა

იუვენტუსი და სასუოლო მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება, სეზონის სტარტამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ბიანკონერიმ იტალიელი ფეხბურთელის ალტერნატივების ძებნა უკვე დაიწყო.

ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ფრანგული ლილის 23 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატო სანჩესი გახლავთ, თუმცა ტურინელებს არც მისი გაფორმება გაუადვილდებათ.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, ლილი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მათ სანჩესის სანაცვლოდ 40 მილიონის გამომუშავება სურთ, სწორედ იმდენის, რამდენსაც სასუოლო ლოკატელის ტრანსფერისთვის ითხოვს…