Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლილმა მილანს იაზიჩის ფასი შეუთვალა

მილანი ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ლილის ნახევარმცველი იუსუფ იაზიჩი გახლავთ და ფრანგებმა როსონერის ხელმძღვანელობას მისი ფასი უკვე შეუთვალეს.

Calciomercato-ს ცნობით, მილანმა ლილს 24 წლის ფეხბურთელის თაობაზე უკვე მიმართა და ფრანგები თურქი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მიღება სურთ.