Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლილმა მილანს სანჩესის ფასი შეუთვალა

იტალიურ მედიაში რენატო სანჩესის სახელი ბოლო პერიოდში არაერთხელ გაისმა და ლილის პორტუგალიელ ტალანტს მილანს უკავშირებენ, რომელიც თავის მხრივ მას ფრანკ კესის შემცვლელად მოიაზრებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუის ჟირარდის ინფორმაციით, მილანსა და ფეხბურთელის აგენტს ჟორჟე მენდეშს შორის 24 წლის ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები უვკე დაწყებულია.

წყაროს ცნობით, ლილი, რომელიც სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია, სანჩესის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 27 მილიონ ევროს ითხოვს.