Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლინგარდი ინტერის რადარზე დაბრუნდა ?

ჯესი ლინგარდი ზაფხულიდან მოყოლებული ინტერის სატრანსფერო სიაში იმყოფება და ნერაძურიმ მისი გაფორმება ზამთარშიც სცადა, მაგრამ ლინგარდი საბოლოოდ იჯარის წესით ვესტ ჰემში აღმოჩნდა და მას შემდეგ ინგლისელი ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება.

ლინგარდის ანგარიშზე ვესტ ჰემში გადასვლის შემდეგ ჩატარებულ 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც მის მიმართ ინტერის ინტერესი კვლავ დაიმსახურა.

ESPN-ის მტკიცებით, 28 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი მანჩესტერთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და დიდი ალბათობით ის წითელი ეშმაკების რიგებს სეზონის ბოლოს დატოვებს, მისი გაფორმების ერთ-ერთ მთავარი პრეტენდენტი კი ნერაძური იქნება.