Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიონის მარჯვენა მცველის მილანში გადასვლა გადაიდო

როსონერის პირველი ფეხბურთელის გაფორმება რამდენიმე დღით გადაიდო.პიერ კალულუს სამედიცინო შემოწმება გუშინ უნდა გაევლო,თუმცა მისი მილანში ჩასვლა კორონა ვირუსის გამო ვერ მოხერხდა.

ფეხბურთელს იტალიაში დღეს საღამოს ელოდებიან და სამედიცინო შემოწმებას კვირის ბოლომდე გაივლის.

კალულუს ლიონთან კონტრაქტი თვის ბოლოს ეწურება და ის მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.როსონერის ფრანგული გუნდისთვის სხვადასხვა ხარჯების გაწევის გამო 500,000 ევროს გადახდა მაინც მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.