Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიონის პრეზიდენტი:“ დეპაი რომასაც უნდა“

ლიონის პრეზიდენტმა, მაიკლ აულასმა დაადასტურა, რომ ბარსელონა მემფის დეპაის შეძენას ცდილობს, თუმცა მან დასძინა, რომ კატალონიელების გარდა ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაფორმება რომასაც სურს.

ლუის სუარესის იუვენტუსში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია და ბლაუგრანას მის შემცვლელად, ლაუტარო მარტინესთან ერთად, დეპაი სურს.

დეპაის კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება და გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელი ლიონთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, აქედან გამომდინარე ფრანგებს მისი გაყიდვა მოუწევთ.

„ბარსელონა დეპაის ტრანსფერზე მართლაც აქტიურობს, თუმცა კატალონიელები ერთადერთი გუნდი არ არის, რომელსაც მისი შეძენა სურს.

„ჩვენ რომას წარმომადგენლებიც დაგვიკავშირდნენ და ისინი საკმაოდ მონდომებულები ჩანან.“

უნდა აღინიშნოს, რომ რომა დეპაის ტრანსფერზე ჯალოროსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ედინ ჯეკო გუნდს დატოვებს.
 

Leave a Reply

Your email address will not be published.