Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიონის პრეზიდენტმა ლუკას პაკეტას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

მილანი პაკეტას გაყიდვაზე მუშაობას და ჯერჯერობით ერთადერთი გუნდი, რომელმაც მისი შეძენის სურვილი გამოთქვა, ლიონი გახლდათ.

იტალიაში ბრაზილიელი ფეხბურთელის ლიონში შესაძლო ტრანსფერზე უკვე რამდნეიმე დღეა იწერება ,დღეს კი ამის შესახებ ფრანგულმა L’Equipe-მაც დაწერა, თუმცა ლიონის პრეზიდენტმა ამ თემაზე ტვიტერის მეშვეობით ისაუბრა.

„შეხედეთ L’Equipe-ს და მათ ცრუ ინფორმაციებს… ძალიან საწყენია, როდესაც რეალობა იცი, თუმცა მაინც არასწორ ინფორმაციას ავრცელებ!“

პაკეტამ მილანის მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.