Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიონის სინანული – პიერ კალული

ყოველთვის, როდესაც პიერ კალულუ მოედანზე გამოდის ყველა ნათლად ხედავს, თუ რატომ გაიფორმა მილანის ხელმძღვანელობამ 20 წლის ფეხბურთელი.

მან გუშინდელ მატჩში ტორინოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია და ეჭვგარეშეა, რომ ლიონი მის გაშვებას უკვე ნანობს.

მილანმა პიერ კალულუს სანაცვლოდ 6 თვის წინ სულ რაღაც 500,000 ევრო გადაიხადა, თუმცა ახლა მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ევროა და მოედანზე ყველა გამოჩენის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელის ფასი უფრო და უფრო მატულობს.