Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიონი დე შილიოს ტრანსფერზე მუშაობს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლიონს იუვენტუსის მარჯვენა მცველის, მატია დე შილიოს დამატება სურს და ტურინელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ. დე შილიო ლიონს იჯარის წესით შეუერთდება და ფრანგებს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

იტალიალი უკანახაზელის წასვლამ შესაძლოა კიეზას იუვენტუსში ტრანსფერის შანსები გაზარდოს.