Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიონი კარსდორპის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

რომა რიკ კარსდორპისთვის ახალი გუნდის ძიებას განაგრძობს და შესაძლოა საწადელს ლიონის დახმარებით მიაღწიოს.

ფრანგული და იტალიური წყაროების ცნობით, ლიონი ნიდერლანდელი უკანახაზელის მიამრთ სერიოზულ ინტერესს იჩენს და უახლოეს პერიოდში ჯალოროსის ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

SportItalia-ს ცნობით, მსურველების ნაკლებობის გამო, რომა კარსდორპის იჯარით გაშვებასაც განიხილავს, თუ შემდგომში მისი გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იქნება.