Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიონმა იუვენტუსს აუარი-დეპაის შესახებ საბოლოო პასუხი შეუთვალა

ფრანგული და იტალიური მედიის ინფორმაციით, ლიონი იანვარში არც ჰუსემ აუარის და არც მემფის დეპაის გაყიდვას არ აპირებს.

ორივე ფეხბურთელი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში გახლავთ, თუმცა ბიანკონერის იანვარში მათი დამატების შესაძლებლობა არ ექნება.

ლიონი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონატის მოგებას გეგმავს, ამიტომ იანვარში ორი წამყვანი ფეხბურთელის გაშვებას ნამდვილად არ აპირებს.

ლიონის სპორტულმა დირექტორმა ეს სიახლე Calciomercato-ს დაუდასტურა და განაცხადა:

„გუნდში გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ეს მარტო იმ ფეხბურთელებს შეეხებათ, რომელთა გაშვებასაც ჩვენ ვგეგმავდით, მაგალითად ჯინ ლუკასს, რომელმაც გარსიას გუნდიდან გაშვება სთხოვა.

„იანვარში ლიონს წამყვანი ფეხბურთელები არ დატოვებენ.“