Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიონმა პაკეტასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

SportMediaset-ის ინფორმაციით, ლიონმა ლუკას პაკეტასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და დიავოლოსთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება, თუმცა პირველ რიგში ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, რომ როსონერის მიერ მოთხოვნილი 22-23 მილიონი ევროს შეგროვება მოახერხოს.

არ არის გამორიცხული, რომ თუ პაკეტას სხვა მყიდველი არ გამოუჩნდა, მილანმა ბრაზილიელი ფეხბურთელი ლიონში იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.