Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიონს იუვენტუსის უკანახაზელის გამოსყიდვა სურს

იტალიური და ფრანგული მედიის ინფორამციით, ლიონს იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი მატია დე შილიოს გამოსყიდვა სურს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ფრანგულ გუნდში ასპარეზობს.

ლიონი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და ტიტულისთვისაც კი იბრძვის, რაშიც დე შილიოს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.

Calciomercato-ს ცნობით, ლიონს იმედი აქვს, რომ იტალიელ ფეხბურთელს 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდის, რაც ბევრი სულაც არ არის, თუმცა ტურინელები მისი ხელფასის დაზოგვითაც გარკვეულ ხეირს ნახავენ და შესაძლოა აღნიშნულ წინადადებას დათანხმდეს.