Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიონს პაკეტას ტრანსფერში ცენტრალური მცველის ჩართვა სურს

მილანი და ლიონი ლუკას პაკეტას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

როსონერის ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურს, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა განაგრძოს, თუმცა ლიონი მილანის მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდას არ აპირებს და ტრანსფერში 25 წლის ბელგიელი ცენტრალური მცველის, ჯეისონ დენაყერის ჩართვა შესთავაზა, რაზეც მილანმა უარი განაცხადა.

პანდემიის მიერ შექმნილი რთული ეკონომიკური პირობების ფონზე და მას შემდეგ, რაც ლიონმა ევროპული საგზურების მოპოვება ვერ მოახერხა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრანგებმა პაკეტას ტრანსფერი პირდაპირი ინვესტიციით შეძლონ, ამიტომ მილანს ბრაზილიელის მსურველის ძებნა სხვაგან მოუწევს…

Leave a Reply

Your email address will not be published.