Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლიპი:“პირლო ზიდანს მაგონებს“

მარჩელო ლიპი ანდრეა პირლოს წარმატებაში დარწმუნებულია და მისი თქმით, მაესტრო ზიდანის წარმატებას გაიმეორებს.

„ანდრეა იმისთვის გაჩნდა, რომ ყველაფერი კარგად გააკეთოს. ყველამ იცის, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, თუმცა ამის გარდა მან ყველაფერში წარმატებას მიაღწია, რასაც კი ხელი მოკიდა.

„ზოგადად ხალხი პირლოს თაობაზე ძალიან ცდება. ბევრს გონია, რომ ის ჩუმი და წყნარი პიროვნებაა, სინამდვილეში კი მას ხუმრობა უყვარს და ძალიან კარგი მოსაუბრეა.

„როდესაც ის ფეხბურთელი იყო, ყველას ეგონა, რომ მას დაცვითი ფეხბურთის თამაში არ შეეძლო და გვერდში აუცილებლად დამხმარე ნახევარმცველი სჭირდებოდა, სინამდვილეში კი მისი გვერდის ავლა ყველასთვის ძნელი იყო, რადგან ანდრეა ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი იყო, რომელსაც თამაშის წაკითხვა უმაღლეს დონეზე შეეძლო. იუვენტუსის უფროსები მიხვდნენ, რომ მას შესაბამისი ქარიზმა და უნარები აქვს, რომ დიდებული მწვრთნელი გახდეს.

„ის ჯერ მხოლოდ 41 წლის არის, ამიტომ რონალდუს, კიელინის და სხვა ჩემპიონებს მეგობრულად დაელაპარაკება, როგორც კოლეგებს. ეს ზიდანის სიტუაციას მაგონებს, როდესაც მან რეალი პირველად ჩაიბარა.

„ზიდანს მადრიდში არანაირი ტაქტიკური ან ტექნიკური სიახლე არ მიუტანია. მას უბრალოდ ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და გუნდს უფრო მეტი სიმშვიდე შესძინა, საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელებს ათამაშებდა და ყველაფრის მოგება მოახერხა.

„ზიდანის მსგავსად, პირლომაც ფეხბურთს თავი ძალიან ცოტა ხნის წინ დაანება თავი, იფიქრა, თუ რა სურდა ცხოვრების შემდეგ საფეხურზე. მე და ზიდანი იბიცაზე ვსადილობდით, როდესაც მან მითხრა, რომ მწვრთნელობა უნდოდა და პირლოს შემთხვევაშიც ზუსტად იგივე მოხდა.

„ზიზუს მსგავსად, პირლომ თავისი კარიერა ტოპ დონის გუნდებში გაატარა. მან იცის იუვეს ფილოსოფია, იცის რას ნიშნავს წაგება და მოგება.

„ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს შეგეძლო იმის თქმა, რომ პირლო სამწვრთნელო კარიერას აირჩევდა, ზუსტად ისე, როგორც ეს დეშამმა გააკეთა. ზოგჯერ მათ ვუყურებდი და ვატყობდი, რომ ჩემი სათქმელი ყოვლეგვარი სიტყვის გარეშე იცოდნენ. საუკეთესო ნახევარმცველებს ტაქტიკური აზროვნების უნარი აქვთ და პირლო ამაში ნამდვილი ოსტატი იყო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.