Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ ბუფონი ? ის ჩვენ ყველას გვაკვირვებს“

მარჩელო ლიპიმ ბუფონის გადაწყვეტილებაზე, რომ 43 წლის ასაკში კარიერა გააგრძელოს, კომენტარი გააკეთა.

ბუფონმა გუშინ მიცემულ ინტერვიუში (სრული ვერსია იხილეთ აქ) დაადასტურა, რომ მან კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და იტალიური ემდიის ინფორმაციით, ის პარმასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ბუფონის გადაწყვეტილებამ ყველა გაგვაკვირვა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ასაკის მიუხედავად ჯიჯი ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაშობდა. ის ყოველთვის გამორჩეული და უნიკალური ფეხბურთელი იყო.

„მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ბუფონმა თითოეულ მატჩში, რომელშიც ითამაშა, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ის ფიზიკურ დატვირთვებს უძლებს და ბევრმა ისიც თქვა, რომ იუვენტუსს აქცენტი არა შესნიზე, არამედ ბუფონზე უდნა გაეკეთებინა.

„ახლა მან უნდა გააგრძელოს ის, რაც უყვარს და აკეთოს ეს იქამდე, სანამ ამის მოტივაციას იპოვნის.“