Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ გაცუდებული 11-მეტრიანის მიუხედავად, ჟორჟინიო ოქროს ბურთს იმსახურებს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ შვეიცარიასთან იტალიის მატჩი შეაფასა და ჟორჟინიოს შესახებ ისაუბრა.

აძურის გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის განაღდება შეეძლო, თუმცა ჟორჟინიომ 90-ე წუთზე ნაკრებში ზედიზედ მე-3 პენალტი გააცუდა, ამიტომ ყველაფერი ბოლო რაუნდში გადაწყდება.

„რა თქმა უნდა, გამარჯვება გაცილებით უკეთესი შედეგი იქნებოდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ აძური მომდევნო ეტაპზე გასვლას მოახერხებს.

„რობერტო მანჩინი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელსაც ინტელიგენტი, ნიჭიერი და მშრომელი გუნდი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო შედეგი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.

„ჟორჟინიო ? გაცუდებული პენალტის მიუხედავად, მეც იგივე არჩევანს გავაკეთებდი. მან ყველაფერი მოიგო და როდესაც ფეხბურთელი ყველაფერს იგებს, მას ასეთი მნიშვნელოვანი როლის ნდობა ეკუთვნის.“