Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ დონარუმამ გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე უნდა იპოვნოს“

მარჩელო ლიპიმ იმედი გამოთქვა, რომ ჯიჯო დონარუმა ახალ გუნდს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე იპოვნის.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი შემადგენლობა გვეყოლება, მათ შორის ერთ-ერთი გმაორჩეული კი ჯიჯო დონარუმაა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია.

„ის ამ დონეზე უკვე დიდი ხანია თამაშობს და ცივსისხლიანობა არ დაეწუნება, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუ ჯიჯო ახალ გუნდს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე იპოვნიდა და 11 ივნისიდან მთელი ყურადღება ნაკრებზე ექნებოდა გადატანილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“