Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ იგივე შემართებით, მსოფლიო ჩემპიონობისკენ!“

ლეგენდარულმა მარჩელო ლიპიმ ევროპის ფინალური მატჩი შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ აძური მსოფლიო ჩემპიონატზეც მოახერხებს წარმატებულ სვლას.

„იტალიამ კიდევ ერთი გუნდური თამაში აჩვენა, მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ტიტულის სრულიად დამსახურებულად მოიპოვა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალიან კარგი სიგნალია.

„უემბლიზე ინგლისის წინააღმდეგ თამაში მარტივი ნამდვილად არ იყო და პირველი რამდენიმე წუთი ატმოსფერომ გარკვეული გავლენა მატჩზე იქონია, რის გამოც ჩვენ გოლი გავუშვით, მაგრამ შემდეგ ის იტალია დაბრუნდა, რომელიც ტურნირის პირველი მატჩიდან თავდაჯერებულად მიიწევდა წინ და მანჩინის ბიჭებმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.“