Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლიპი:“ ინტერი სხვა გუნდებზე გაცილებით ძლიერია, მილანის თამაში მომწონს, მაგრამ…“

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის მარჩელო ლიპის აზრით, ნერაძური კონკურენტებთან შედარებით საგრძნობლად ძლიერი გუნდია, რაც დიდწილად სიმონე ინძაგის დამსახურებაა.

„სერია ა ძალიან დაძაბულია, რაც მთელი იტალიური ფეხბურთისთვის კარგია, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ინტერის სახით ერთი გამოკვეთილი ფავორიტი მაინც გვქვს.

„ნერაძური ყველა მატჩში ძალიან ორგანიზებულ, შეტევაზე ორიენტირებულ და დომინანტ ფეხბურთს აჩვენებს. მე არ მეგონა, თუ სიმონე ინძაგი გუნდს ასე მოკლე დროში დააწყობდა, მან დიდებულად იმუშავა.

„ასევე მომწონს მილანი და მისი თამაშის სტილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინტერი გაცილებით ძლიერი, ორგანიზებული და გამოცდილია, მათ ასევე უფრო ძლიერი სკამი ჰყავთ, რაც დამღლელი ჩემპიონატის დროს მნიშვნელოვანია.

„SuperCoppa ინტერს და იუვენტუსს შორის, ეს სხვა ტურნირი და ერთი მატჩია, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს. ინტერი ფავორიტია, იუვენტუსი კი გადაწყობის პროცესშია, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ერთ-მატჩიანი დუელია, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“